რეზონანსი
12.09.2020

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბათუმსა და ცაგერში ვირუსის გავრცელება ლოკალიზებულია.

მისი განცხადებით, ამის მიზეზი ინფიცირებულების კონტაქტების სწრაფი გამოვლენა და მათი იზოლაციაა.

"ბათუმში თითქმის უკვე ლოკალიზაციისკენ მივდივართ. სწრაფი კვლევები და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა იმის საშუალებას იძლევა, რომ ინფიცირებულების კონტაქტების იზოლაცია მოვახდინოთ, რითიც დაავადების გავრცელების შეწყვეტას განვახორციელებთ, რაც ლოკალიზაციისკენ გადასვლას ნიშნავს. ბათუმიც და ცაგერიც ლოკალიზებულია", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×