რეზონანსი
12.09.2020

პოლიტიკოსის ლევან გოგიჩაიშვილის მეუღლე, ჟურნალისტი ვიკა ბუკია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა სოციალურ ქსელში მორიგ მიმართვას აქვეყნებს:

„ჯერჯერობით ჩემი კონტაქტები უარყოფითია. ლევანის მეგობარია დადებითი, მაგრამ მისი კონტაქტები გადარჩნენ უკვე სამნი გავხდით ჩვენი კლასტერიდან. დილა იწყება სხვებთან რეკვით. მყავს 1 ადამიანი გოგიჩას კლასტერიდან, ვისი ბედიც მაწუხებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის.

ლევანს კიდევ გადაუღეს კატე. ანთების კერა არაა გაზრდილი. მარჯვენა მხარეს არის პატარა კერა. ანტიბიოტიკის კურსი გრძელდება. ორი ფორმით: აბები და გადასხმა. ანტიბაქტერიულ საშუალებებთან რაც ისმევა სტანდარტულად (კუჭ-ნაწლავის აღმდგენი, სოკოვანის საწინააღმდეგო) ასევე ამასაც აძლევენ. გვიკეთებენ ორივეს დამათხელებელს კანქვეშ (სისხლის შედედება კორონას ცოდნია). ისევ გვიყენია გადასხმა დილაობით. ორივე ვსვამთ ხველების საწინააღმდეგო სიროპს. ჩვეულებრივ სიცხის დამწევებს და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს.

საღამოს 38,5 მქონდა, სპაზმი და ხველა. გოგიჩა მიყურებდა გაოცებული. რომ მიხვდა რომ ჩემით არ ვფართხალებ და არ ვაშაყირებ (მაქვს ხოლმე ასეთი ხუმრობები) დაუძახა ექიმს და დამარჭვეს დექსა. სპაზმი ეგრევე მოიხსნა. მაგრამ მაჟრიალებდა ღამემდე. ნინიას ტესტის პასუხს ველოდებოდი და არ გამოვრიცხავ რომ ნერვიულობამაც თავისი წილი მიქნა.

მეგონა დილის პოსტში დავწერდი რა ცუდად ვარ, მაგრამ გათენდა და ისევ ყველა სიმპტომი გაქრა. ვერ ვხვდები სად გაუჩინარდა ეს ყველაფერი. ხველაც გაქრა, სიცხე, თავის ტკივილიც, სურდოც და ის ყველაფერი ღამე რაც მაწუხებდა. სრულიად უსიმპტომო ვარ. ახლა ვხვდები რატომ დადიან კორონიანი ადამიანები ქუჩაში. ზოგიერით მათგანი უბრალოდ თავს კარგად გრძნობს“- წერს ვიკა ბუკია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×