რეზონანსი
12.09.2020

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს, 12 სექტემბერს საქართველოში დადასტურებული 158 ახალი შემთხვვეიდან 87 აჭარიდანაა 28 კი სამეგრელოდან.

158 ახალი შემთხვევის განაწილება შემდეგია, 87 არის აჭარა, 28 სამეგრელო, 19 იმერეთი, 6 გურია, 18 თბილისი. ასეთი მაჩვენებელი ქვეყანაში არ ყოფილა, მაგრამ ეს 158 ციფრი ჩვენ პანიკის საფუძველს არ გვაძლევს, მინდა გითხრათ, რომ წყნარად ვიყოთ. ძალიან სწრაფად მოხდა მოძიება ინფიცირებულების კონტაქტების, მათი გამოკვლევა, დადასტურება, შემიძლია გითხრათ, ამ 158-ის დიდი ნაწილი არის ბათუმი, სადაც უკვე ლოკალიზებისკენ მივდივართ, - თქვა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას თქმით, ამ ციფრმა არ უნდა შეგვაშინოს, რადგან რაც მეტი კონტაქტი გამოვლინდება, მით უფრო სწრაფად მოხდება დაავადების ლოკალიზება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×