რეზონანსი
11.09.2020

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე თითქმის ექვსსაათიანი სასამართლო პროცესი დასრულდა. საქმის პროკურორის, ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე მიაყენეს.

„გამოკვლეული იქნა გიორგი შაქარაშვილის გვამზე ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და ექსპერტებმა დაადგინეს დაზიანებების მიყენების მექანიზმი, დაზიანების მიყენების ხანდაზმულობა. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დასკვნით დადასტურდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები მიყენებული იყო გარდაცვალებამდე უახლოეს პერიოდში, ექსპერტიზის დასკვნით დაკონკრეტდა ეს პერიოდი და ეს იყო გარდაცვალებამდე 10-20 წუთით ადრე,“ - განაცხადა საქმის პროკურორმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×