რეზონანსი
11.09.2020

გიგა ოთხოზორია ოკუპაციის მსხვერპლია, ის არის გმირი და მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო, ძალიან ნიჭიერი შვილები ჰყავს ქეთი და აკაკი, რთულია ანუგეშო დედა, ქალბატონი ჯულიეტა და მეუღლე ნინო, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

„ზუგდიდს, წლის ბოლომდე, განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა და 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება, რაც ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი დიდი მიღწევაა. ხუბულავას ქუჩაზე უკვე სრულდება წყალარინების გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოები. ზუგდიდს თანამედროვე სტანდარტების წყალარინების გამწმენდი ნაგებობა ექნება, რომელიც, ეკოლოგიის კუთხით, ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია.

მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე, ზუგდიდის ტურისტულ პოტენციალზეც ვისაუბრეთ. ჩემი ერთ-ერთი ამოცანა ეკატერინესეული სასახლის სრული რეაბილიტაცია და კომპლექსის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანაა, ამ მიზანს თქვენთან ერთად აუცილებლად მივაღწევ“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×