რეზონანსი
11.09.2020

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში​ კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ეპიდემიოლოგები სამივე ინფიცირებულის კონტაქტებს იკვლევენ.

„ამ დროისათვის ოზურგეთში კიდევ სამი შემთხვევა გამოვლინდა. აღნიშნულ მუნიციპალიტეტში ეს დღეს მეოთხე შემთხვევაა. ინფიცირების წყარო ცნობილია. ეპიდემიოლოგები იკვლევენ კონტაქტებს. ისინი თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილები და ხვალ მოხდება მათი ბიოლოგიური მასალის კვლევა.

რაც შეეხება ინფიცირებულებს, მათი გადაყვანა შესაბამისი პროფილის კლინიკებში მოხდება“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×