
ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი და წამყვანი, თეონა ცხომელიძე, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა, სოციალურ ქსელში ვირუსით გამოწვეული სიმპტომებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს.
მისი ინფორმაციით, აქვს ტემპერატურა და გრძნობს უცნაურ ტკივილს სახსრებში.
"მეგობრებო პირველ რიგში მადლობა და ბოდიში - ვერ გპასუხობთ. დღეს დამიდასტურდა კოვიდ-19, რომელიც დიდი ალბათობით გადმომედო რესპოდენტისგან - სხვა კონტაქტი ინფიცირებულთან არ მქონია. არ მაქვს სიცხე, ვგრძნობ უცნაურ ტკივილს ზურგში და სახსრეში. მესმის რომ დიდია ინტერესი, მაგრამ ვერ გპასუხობთ ჯერ ექიმიც არ მინახავს.
ახლა მხოლოდ იმ ადამიანებზე ვღელავ, ვისაც შესაძლოა ჩემგან ინფექცია გადადებოდა, სხვა არაფერი მაწუხებს. ვმუშაობთ ეპიდემიოლოგებთან რომ მაქსიმალურად დავაზუსტოთ საკონტაქტო წრე, გადამდები ვარ 7 სექტემბრიდან. დავემატე ხვალინდელ სტატისტიკაც, გურამ როგავა რომ გამოაცხადებს" - წერს ჟურნალისტი.