რეზონანსი
11.09.2020

რუსეთში მცხოვრები და მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი, ილია ძოწენიძე ბიძინა ინავიშვილი შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელის რუსეთიდან იცნობს.

"2002 წელს "გაზპრომში" დავიწყე მუშაობა. მოსკოველმა კაცმა შემომთავაზა სამსახური. თუ შეგიძლია ამ საქმის გაკეთება, წამოდი ჩემთან, პატიოსანი კაცი ხარო. არ შეგარცხვენ-მეთქი და დავთანხმდი. სინდისიერად ვემსახურე. გენერალურ დირექტორად ვიმუშავე 14 წელი. ახლა პენსიაზე ვარ, მაგრამ მაინც არ მიშვებენ სახლში... საკუთარ საქმეებზე საუბარი გამომდის ახლა, არადა, ამას არ ვაპირებდი...

ბატონ ბიძინა ივანიშვილს რუსეთიდან ვიცნობდი და საქართველოში რომ წავიდა, ვუთხარი: თუ გინდა, სახელმწიფომ იარსებოს, ჩინოვნიკები და პარლამენტარები არ უნდა იყვნენ ბიზნესში-მეთქი. დღეს რა ხდება ქვეყანაში? პარლამენტარებს და ჩინოვნიკებს მარტო ფული აინტერესებთ, ასე კი ქვეყანა არ აეწყობა. ხელისუფლებას ხალხთან დიალოგი არ აქვს, ეს როგორ შეიძლება? ადამიანი ადამიანად რომ არ ითვლება, ამაზე მწყდება გული", - განაცხადა მან "გზასთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×