
"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადებით, არხის მაუწყებლობაში 1-2 დღის განმავლობაში შეიძლება გარკვეული ცვლილებები იყოს, თუმცა მისივე თქმით, ტელეკომპანია ყველაფერს აკეთებს, რომ მაუწყებლობის შეჩერება აუცილებელი არ გახდეს.
"ჩვენ ვაგრძელებთ ყველა იმ მოქმედებას, რაც აუცილებელია, რომ ტელევიზიამ არ შეაფერხოს მაუწყებლობა, თუმცა გარკვეული ცვლილებები 1-2 დღის განმვალობაში შეიძლება იყოს, მაგრამ ეს არ იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებები. იმედი გვაქვს რომ ეს ეთერზე არ აისახება და ჩვენი მაყურებელი, ისევე როგორც აქამდე მიიღებს ინფორმაციას კურიერის მეშვეობიოთ",-ამბობს სალია.
შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს კორონავირუსი დაუდასტურდა.