რეზონანსი
11.09.2020

საქართველოში, ყოველ მილიონ მოსახლეზე გაანგარიშებით, კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი ნაკლებია იმაზე, ვიდრე ეს გვქონდა ე.წ. ღორის გრიპის პანდემიის დროს, 2009-2010 წლებში, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საქართველო იყო და მყარად ინარჩუნებს იმ ქვეყნის სტატუსს, სადაც ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით, კოვიდისგან სიკვდილობის შემთხვევების რიცხვი ყველაზე ნაკლებია და თან, ბევრად ნაკლები, ვიდრე ევროპისა და ამერიკის სხვა ქვეყნებში. სულ 5 გარდაცვლილი ყოველ მილიონ მოსახლეზე გაანგარიშებით. ეს, ასე განსაჯეთ, ნაკლებია იმაზე, ვიდრე ეს ჩვენ გვქონდა ე.წ. ღორის გრიპის პანდემიის დროს, 2009-2010 წლებში. რატომაა ეს მნიშვნელოვანი? რათა ჩვენს მოსახლეობას ჰქონდეს განცდა, რომ ისაა დაცული და მის უსაფრთხოებაზე ზრუნავს სახელმწიფო, ჯანდაცვის სისტემა და რომ ეს სისტემა გამართულად მუშაობს", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×