რეზონანსი
11.09.2020

ძალიან გთხოვთ, ნუ გაგვაკრიტიკებთ, როდესაც მთავრობას რეკომენდაციებს ვაძლევთ, რომ პანდემიის დროს თავი შევიკავოთ დიდი ტრადიციული ღონისძიებებისგან, - ამის შესახენ ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას მოწოდებს დაიცვან მინიმალური და აუცილებელი რეკომედაციები, როგორიცაა პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ხელების დაბანა, სწორი ჰიგიენური პირობები.

„ეს არის ჩვენი იარაღი დღეს კოვიდთან ბრძოლაში და კიდევ ერთხელ გთხოვთ ყველამ დავიცვათ და დარწმუნებულები იყავით, რომ საქაართველო, როგორც დღეს გამოვიყურებით ოაზისად ჩვენს რეგიონში და ყველაზე ცოტა გვაქს ინფიცირების რაოდენობა, უნდა ვეცადოთ ყველამ ერთად, რომ ეს სტატუსი შევინარჩუნოთ",- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×