რეზონანსი
11.09.2020

გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის ნათესავი, მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ საქმის ბრალდებულის მამის, თამაზ ხომასურიძის მხრიდან მუქარა რეალური იყო და ამაზე თავად მიმართა შსს-ს.

"მივმართე სამინისტროს ამაზე. ორთვენახევარი ვაცდიდი, იქნებ ცოტა გონს მოგებულიყო. იმდენად გაართულა ყველაფერი, რომ ანგარიშგასაწევი გახდა მისი ქმედებები, გიორგის ოჯახმაც დამიდასტურა, რომ უკვე მუქარები რეალური იყო მისი მხრიდან, მტკიცებულებების ფალსიფიკაციასაც ახდენდნენ. [გურამ] ამირხანაშვილსაც, [იაკობ] ბრეგვაძესაც ემუქრებოდა", - აცხადებს მირიან ნიკოლაძე "ფორმულასთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×