რეზონანსი
11.09.2020

ბათუმში "ხოზრევანიძის კლინიკამ" მუშაობა დროებით შეწყვიტა. როგორც კლინიკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მუშაობის შეწყვეტის მიზეზი კლინიკაში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევაა, რომელიც თანამშრომელს დაუდასტურდა.

"გეგმური პისიარ ტესტირების დროს, რასაც სავალდებულოდ უტარდება პერსონალს, ადმინისტრაციის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა კოვიდ 19. ამ ეტაპზე ტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული სავალდებულო სადეზინფექციო ღონისძიებები და განმეორებითი პისიარ ტესტირება. შაბათ-კვირას ჩატარდება დეზინფექცია. ორშაბათს ჩვეულებრივ რეჟიმში გაიხსნება კლინიკა. შაბათ-კვირას, ვიდრე არ დასრულდება ყველა კონტაქტირებული პირის პისიარ ტესტირება და დეზინფექცია, სტაციონარი იქნება დახურული", - განაცხადა ხოზრევანიძის კლინიკის კლინიკურმა მენეჯერმა დალილა ცივაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×