რეზონანსი
11.09.2020

ათეული შემთხვევები ჩვენ არ გვაშინებს. ქვეყანა მზადაა და სახელმწიფომ თქვენ ყველა ვერტიკალში - მთავრობა, სამედიცინო სექტორი, დაგანახათ მყისიერი ქმედებები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის მკაცრი შეზღუდვები, რაც ქვეყანაში თვეების წინ იყო, ამ ეტაპზე საჭირო არაა, რადგან ჯანდაცვის სისტემა მზადაა არსებულ შემთხვევებს გაუმკლავდეს.

„მაშინ იყო დასაწყისი. მსოფლიომაც კარგად არ იცოდა, რა მოხდებოდა. ახლა ქვეყანა სამედიცინო სექტორითაც და ლაბორატორიული სამსახურითაც მზადაა გაუმკლავდეს. მაშინ ამ შეზღუდვების აუცილებელი საჭიროება იყო. შემოტანილი შემთხვევები იყო და როდესაც შიდა გავრცელება დაიწყო, გამკაცრდა რეგულაციები და იყო საგანგებო მდგომარეობა. დღეს ამის აუცილებლობა არაა, იმიტომ, რომ დროული დიაგნოსტიკა და გავრცელების პრევენცია შეიძლება.

ათეული შემთხვევები ჩვენ არ გვაშინებს და ვიცით, რომ ქვეყანა მზადაა, სახელმწიფომ თქვენ ყველა ვერტიკალში- მთავრობა, სამედიცინო სექტორი, დაგანახათ მყისიერი ქმედებები. 8 თვის გამოცდილებით, ამ საქმის გაკეთება უფრო მყისიერად შეგვეძლება, მაგრამ ამისთვის აუცილებელია თანამოქალაქეების გულისხმიერება", - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×