
ოპოზიციონერ პოლიტიკოსს თაკო ჩარკვიანს ეჭვი აქვს, რომ ვირუსი დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილისგან გადაედო.
„რომ გამოცხადდა ლევან გოგიჩაიშვილის ამბავი, სასწრაფო გამოვიძახე და კოვიდი დადასტურდა. ვირუსი დღეს დილით დამიდასტურდა. წარმოდგენა არ მაქვს, საიდან დავინფიცირდი. ერთადერთი ვფიქრობ, ლევანი რომ ადგა, ის მიკროფონი ნამდვილად მე გამიკეთეს, ეს გახლდათ 2 სექტემბერს ეკა მიშველაძის გადაცემაში.
მას შემდეგ კიდევ ვიყავი მისული ტელევიზიაში, მაგალითად, სამი თუ ოთხი დღის წინ „ფორმულაზე“ სოფო ზურაბიანთან, ოღონდ ჩართვაზე ვიჯექი. ამომრჩევლებთან დისტანციით ვარ ყველგან. თვითიზოლაციაში, ალბათ, ხუთი დღეა, რაც ვარ“, - განაცხადა ჩარკვიანმა.
იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი