რეზონანსი
11.09.2020

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის თქმით, დადგება მომენტი, როდესაც შეიძლება კოროვირუსი სამყაროდან გაქრეს, მაგრამ ის თავის კვალს დატოვებს.

„მსოფლიოში ყოველდღიურად იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, მაგრამ საბედნიეროდ კლებულობს ლეტალობის ინდექსი. ამ ვირუსის შესახებ მსოფლიო მედიცინამ ბევრი რამ ისწავლა: გავრცელების გზები, სიმპტომური მკურნალობა, ანუ მეტ-ნაკლებად გავნათლდით ამ ვირუსის შესახებ და როდესაც ხარ განათლებული, წელში გამართული ხარ, იცი რა ეტაპზე რას ებრძოლო. თუ ეს ვირუსი შეიჭრა ორგანიზმში, ვმკურნალობთ სიმპტომურად და ეს დიდ რამეს წარმოადგენს მედიცინაში. ქართველმა ექიმებმაც ვისწავლეთ როგორ ვიბრძოლოთ ამ ვირუსთან, ცუდია პანდემიის პირობებში ცხოვრება, მაგრამ სხვა გზა არ გვაქს, ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×