რეზონანსი
11.09.2020

"ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის" ად­ვო­კა­ტის და თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ერთ-ერთი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის, ეკა ქო­ბე­საშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე­ში არ­სე­ბობს თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ვი­დე­ო­დღი­უ­რე­ბი, სა­დაც ის ამ­ბობს, რომ თავს მო­იკ­ლავ­და, "რომ არ ეცო­დე­ბო­დეს დედა და მამა”.

"არ ვიცი რა­ტომ ხდე­ბო­და ამ მა­სა­ლე­ბით აპე­ლი­რე­ბა აქამ­დე, თით­ქოს ეს შე­იძ­ლე­ბა, ყო­ფი­ლი­ყო თვით­მკვლე­ლო­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი და თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს ჰქონ­და მძი­მე დეპ­რე­სია. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ვი­დე­ო­დღი­უ­რე­ბია, რაც შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს ჰქონ­დეს. უმე­ტე­სი ვი­დე­ო­დღი­უ­რი გა­და­ღე­ბუ­ლია მის შეყ­ვა­რე­ბულ­თან, თუ რო­გო­რი ბედ­ნი­ე­რია. ასე­ვე არის ნა­წი­ლი, სა­დაც ის ბრა­ზობს სა­კუ­თარ თავ­ზე, სწავ­ლის წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა­ზე.

ის მუ­შა­ობ­და სა­კუ­თარ თავ­ზე, რომ ჰქო­ნო­და მა­ღა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბა და მი­ეღ­წია უფრო მე­ტის­თვის კა­რი­ე­რა­ში. არის ვი­დე­ო­ე­ბი, სა­დაც სიბ­ნე­ლეა, თა­მა­რი სა­ერ­თოდ არ ჩანს და სა­უბ­რობს. დეპ­რე­სი­უ­ლი დე­ტა­ლე­ბი ნამ­დვი­ლად არის, თუმ­ცა მე დამ­რჩა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ეს პე­რი­ო­დი შე­იძ­ლე­ბა, ნე­ბის­მი­ერს ჰქონ­დეს”, - აღ­ნიშ­ნა ეკა ქო­ბე­საშ­ვილ­მა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×