რეზონანსი
10.09.2020

წარმატება იყო ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, რის გამოც საარჩევნო სიის წევრები ავარჩიეთ, – ამის შესახებ  ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეხუთე ნომერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, დღეს წარდგენილი ახალი სახეები განწყობილნი არიან, რომ პირადი კარიერული წარმატება ქვეყნის წარმატებაში გადაზარდონ.

„არჩევნებში მაღალი შედეგის გარანტია არის პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ დღევანდელი რეიტინგი, გაკეთებული საქმეები, ხვალინდელი დღე ორიენტირება მომავალზე, რეალური გეგმები და, რა თქმა უნდა, დღევანდელი განახლებული გუნდი. მათი შერჩევის კრიტერიუმი იყო პროფესიონალიზმი, პატიოსნება, განვლილი ცხოვრება, სადაც ამ ადამიანებმა შექმნეს წარმატებული კარიერა. წარმატება იყო ერთ-ერთი მთავარი ნიშანი, რის გამოც ჩვენ ისინი ავარჩიეთ. თუ კი ჩვენ ვსაუბრობთ ახალ სახეებზე, მათ ევალებათ და ისინი არიან განწყობილნი, რომ მათი პირადი კარიერული წარმატება უკვე გადაზარდონ ქვეყნის წარმატებაში“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×