
პრაქტიკულად ეს ოცეული გამოხატავს იმ ხედვას, რაც ჩვენ გუნდს აქვს მომავალთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ის გეგმა და გამოწვევები, რაც ჩვენი ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით აქვთ, წარმატებით განახორციელონ.
„ქართულმა ოცნებამ“საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩვენი პროპორციული სიის პირველი ოცეული. როგორც დავპირდით ჩვენ მხარდამჭერებსა და მოქალაქეებს, ეს არის გუნდი, სადაც გამოცდილი ადამიანები და ახალი სახეები არიან ერთად. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ მომავალში ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის. იმედი გვაქვს ჩვენი საზოგადოების. ჩვენ გვჯერა ჩვენი მხარდამჭერების, მოქალაქეების და ასევე სრულად ვაცნობიერებთ ჩვენ პასუხისმგებლობას, რომ ჩავატაროთ დემოკრატიული არჩევნები არსებითად პროპორციული სისტემით. გუნდი, როგორც ხედავთ მთლიანად დაკომპლექტებულია გამოცდილი, წარმატებული ადამიანებით. გიორგი გახარია იქნება სიის პირველი ნომერი და მომავალი პრემიერ-მინისტრიც. საპარლამენტო გუნდის შემადგენლობა ყველამ ნახეთ, როგორც საგარეო სექტორში მუშაობის გამოცდილების მქონე, ასევე ეკონომიკურ სფეროში წარმატებული ადამიანების, აკადემიური სექტორისა და სპორტსმენებისგან შედგება. პრაქტიკულად ეს ოცეული გამოხატავს იმ ხედვას, რაც ჩვენ გუნდს აქვს მომავალთან დაკავშირებით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ის გეგმა და გამოწვევები, რაც ჩვენი ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით გვაქვს, წარმატებით განვახორციელოთ. ჩვენ მზად ვართ, მომავალზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.