
იმპორტირებული პროდუქცია, გაძვირებას იწყებს. მიზეზი, ბოლო დღეებში, კვლავ გაუფასურებულ ეროვნულ ვალუტასთან ერთად, რეგულაციებიცაა, რომელიც ინფექციის მეორე ტალღის პრევენციისათვის ხელისუფლებამ დააწესა. დისტრიბუტორთა ასოციაციაში ამბობენ, რომ თუ კურსი 3.10-ს გადასცდება, პროდუქციაზე ფასის მატება, გარდაუვალი იქნება.
10 სექტემბრიდან სოციალური ღონისძიებები, მათ შორის, იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები აიკრძალა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეზღუდვა გავრცელდება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებზე.
ამასთან, ბოლო, 10 დღეში ქართული ვალუტა დოლართან მიმართებით 3 პუნქტით გაფასურდა. 1-ლი სექტემბრიდან ლარის კურსი 3,07 ნიშნულიდან 3,10-ის ნიშნულამდე დაეცა. გაუფასურებული ეროვნული ვალუტა და რეგულციები კვებისა და სარესტორნო ბიზნესისთავის დისტრიბუტორებს რთულ მდგომარეობაში აყენებს. ასოციაციის ხელმძღვანელი, ივა ჭყონია მიიჩნევს, რომ პროდუქცია, გაძვირების ზღვარზეა.
,,ჩვენი ორგანიზაცია აერთიანებს კომპანიებს, რომელთა საქმიანობაც, პირდაპირაა მიბმული უცხოურ ვალუტაზე, ძირითადად, დოლარზე და ევროზე. ადგილობრივი კომპანიები, რომლებიც ბაზარზე არიან, ასევე დამოკიდებულნი არიან ნედლეულზე, რომელიც აგრეთვე იმპორტირებულია. შესაბამისად, ნებისმიერი ასეთი რყევა პირდაპირ აისახება ფასის ცვლილებაზე.
საფასო პოლიტიკის ზედა ზღვარი, დოლარში იყო 3.10, რადგან მანამდე 3.05-3.07-მდე მერყეობდა. ახლა კი 3.10-იანი ნიშნულის დაფიქსირების შემდეგ კი, პროდუქციაზე ფასის მატებას უნდა ველოდოთ. ასევე უფასურდება ევროც, შესაბამისად, ეს აძვირებს საწვავსაც, უკვე 20-25 თეთრითაა მომატებული. იმ შემთხვევაში, თუ ლარი განაგრძობს გაუფასურებას, ბუნებრივად გაიზრდება პროდუქციის ფასიც. მე კიდევაც რომ არ გავაკეთო კომენტარი, საკმარისია, "საქსტატის" ოფიციალური მონაცემები ნახოთ, რამდენია ინფლაცია და როგორ შეეხო ის, განსაკუთრებით იმპორტირებულ პროდუქციას.
ჩვენს საქმიანობაზე აისახება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც უკვე დაწყებულია და დღეიდან მოქმედებს. ესენია რესტორნების, გასართობი ცენტრების, სადღესასწაულო სივრცეების დაკეტვა, რომლებსაც დაგეგმილი ჰქონდათ ღონისძიებები და გაუუქმდათ. ცხადია, ვალების დაბრუნება მათ ახლა უფრო გაუჭირდებათ. ეს კი ჩვენს შემოსავლებზე საბოლოოდ უარყოფითად მოქმედებს", - განაცხადა ჭყონიამ და დასძინა, რომ ახალი პროდუქტის და ასევე ნედლეულის შემოტანა შეიძლება გაჭირდეს. პერსპეტქივა ამ მხრივას არასახარიელოა.
"ერთი ჯაჭვი ვართ და რომელიმე თუ პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, ყველა ჩვენგანზე აისახება. როცა საუბარია, რომ ტურიზმში ჩავარდნაა, პირდაპირ თუ ირიბად, ეს პრობლემა ჩვენც გვეხება. ნამდვილად ვართ ის სექტორი, რომელმაც პანდემიის დროს ფრონტის წინა ხაზზე იბრძოლა. ვართ მოწინავე ქვეყანა იმ კუთხით, რომ არც ერთიი პროდუქტის დეფიციტი არ შექმნილა საქართველოში, არ გვინახავს დაცარიელებული დახლები, რისთვისაც ბევრი ვიბრძოლეთ. ამიტომ სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რომ ყველა გადაწყვეტილება გონივრულადდა ბიზნესთან შეთანხმებით იქნას მიღებული. ვხედავთ, რომ ყველა გაუთვითცნობიერებელი გადაწყვეტილება პრობლემას ქმნის და ეს პირდაპირ ჩვენს საქმიანობაზე აისახება", - განუცხადა "რეზონანსს" ჭყონიამ.
გარდა საკვები პროდუქცტებისა, ფაისის მატების მოლოდნი აქვთ ტანსაცმლისა და აქსესუარების დისტრიბუტორებსაც. კომპანია ,,თინის”-ში ამბობენ, რომ კურსის მერყეობა მყისიერად და პირდაპირპროპორციულად აისახება მათ მიერ იმპორტირებულ საქონელზე, მით უფრო, შემცირებული მოთხოვნის პირობებში.
,,კორონავირუსის პანდემიის დაწყებისა და კარანტინის შემდეგ, ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა ძალიან შემცირებულია. ამას ახლა ლარის გაუფასურებაც დაერთო და ბუნებრივია, პროდუქცია გაძვირდება, რადგან ყველაფერი უცხოეთიდან შემოგვაქვს. ჩვენს ქვეყნაში რაიმეზე დაკვირვებით პროგნოზის გაკეთება ხომ შეუძლებალია და ასე ფორსმაჟორულად გვიწევს მუშაობა.
გაძვირება მოხდება ზუსტად იმდენით, რამდენითაც გაუფასრუდება ლარი. სხვა გზა უბრალოდ აღარ გვაქვს, თებერვლიდან ისედაც დაბალ მარჟაზე ვმუშაობთ და საერთოდაც რთულ მდგომარეობაში ვართ”, -განუცხადეს ,,რეზონანსთან” ,,თინის"-ში.