რეზონანსი
10.09.2020

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ ბათუმისა და ქობულეთის სკოლების გარდა, სასწავლო პროცესი სხვა სკოლების ნაწილშიც ონლაინ რეჟიმში განახლდეს.

როგორც გაბუნიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" გადაცემა „დღის ნიუსრუმში" განაცხადა, არაა გამორიცხული, რომ მზაობის მიხედვით სკოლებში დისტანციური სწავლება გახდეს საჭირო და სწავლის ონლაინ რეჟიმში დაწყების თაობაზე გადაწყვეტილება იქნას მიღებული.

„დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენი მიზანი და ქვეყნის გადაწყვეტილება არის ის, რაც გაჟღერდა, რომ 15 სექტმებრიდან სწავლა დაიწყოს საკლასო ოთახში. თუმცა, ხედავთ, ეპიდემიის მიმდინარეობა გარკვეულწილად ცვლადია და სხვადასხვა ლოკაციაზე შესაძლოა, მოგვიხდეს არაერთგვაროვანი გადაწყვეტილებების მიღება, როგორც მოხდა ბათუმის და ქობულეთის შემთხვევაში, სადაც სწავლა დაიწყება, თუმცა დისტანციური რეჟიმით. ამ შემთხვევაში მზად უნდა ვიყოთ, რომ გარკვეული მოდიფიკაციები ადგილობრივ დონეზე სკოლებში იქნება საჭირო, მათი მზაობის ხარისხიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლოა, ნებისმიერ სკოლაში რაღაც დონეზე დადგეს კორონავირუსის შემთხვევები და მაშინ დასჭირდებათ სხვანაირი მოქმედება. დღევანდელი მდგომარეობით სიტუაცია იმდენად კეთილსაიმედოა, რომ სწავლის დაწყებას იმ სკოლებში, სადაც მზაობა არსებობს, ხელი არ უნდა შეეშალოს",- განაცხადა გაბუნიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×