რეზონანსი
10.09.2020

თბილისის პროკურატურაში "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ადვოკატის და თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ერთ-ერთი უფლებადამცველი, ეკა ქობესაშვილი მივიდა.

ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაბარება გუშინდელ პრესკონფერენციაზე სატელიტის ფოტოების წყაროს გამჟღავნებას უკავშირდება.

„პროკურატურაში გუშინ , „ადამიანის უფლებათა ცენტრის" ოფისში ჩატარებული პრესკონფერენციის დროს გაჟღერებული ინფორმაციის საფუძველზე ვარ დაბარებული. ორგანიზაციამ პრესკონფერენცია ჩაატარა, რომელზეც სატელიტის ფოტოებთან დაკავშირებით გავაჟღერეთ ინფორმაცია, თუ საიდან იყო სატელიტის ფოტოები მოპოვებული. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია მხოლოდ მიხეილ რამიშვილისგან მაქვს, პროკურატურამ აუცილებლად მიიჩნია, რომ გამოვცხადდე და მოხდეს ჩემთან გასაუბრება", - აღნიშნა ეკა ქობესაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს საქმის მასალებსაც გაეცნობა და მწყემსების მიერ უბნის ინსპექტორ ჯიმშერ აფციაურთან განხორციელებული ზარების სატელეფონო ამონაწერს იხილავს.

"ამასთან, ვაპირებ გავეცნო საქმის მასალებს, ჩემი ინტერესია მწყემსების ჩვენებას გავეცნო და ასევე დეტალურ სატელეფონო ამონაწერს. მწყემსებს, რომლებმაც დაინახეს მანქანა, იქაურ უბნის ინსპექტორთან, რა კომუნიკაცია ჰქონდათ, არის თუ არა ეს შესაბამისობაში მათ მიერ მიცემულ ჩვენებასთან. საინტერესოა, რატომ არ დარეკეს 112-ზე და დაურეკეს პირდაპირ უბნის ინსპექტორს", - განაცხადა ეკა ქობესაშვილმა.

ადვოკატმა სატელიტური ფოტოების წარმომავლობა კიდევ ერთხელ განმარტა და აღნიშნა, რომ ფოტოების მოპოვება ევროკავშირის სასწავლო პროგრამის ფარგლებში მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×