რეზონანსი
10.09.2020

იმ პერიოდში, საიდანაც საჭიროა ავითვალოთ, მხოლოდ ოფისში ვიმყოფებოდი, შესაბამისად, წრე გარკვეულია. ბოლო სამი-ოთხი დღის განმავლობაში ამომრჩეველთან შეხვედრა არ მქონია, - ამის შესახებ დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა „რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა, რომელსაც გუშინ კორონავირუსი დაუდადსტურდა.

„კორონავირუსი მძიმე ფორმებში არ მაქვს და ბოჭორიშვილის კლინიკაში გავდივარ მკურნალობას. ჩემი შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, საბედნიეროდ, მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. სხვა პირებს კი, ვისთანაც კონტაქტი მქონდა, ტესტირება უტარდებათ.

რაც შეეხება ჩემი ინფიცირების წყაროს, არ ვიცი ვისგან გადამედო ინფექცია, მაგრამ თუ გადავრჩები და მე არ გავხდები სხვებისთვის პრობლემის შემქმნელი, ეს უმნიშვნელოვანესია", - განაცხადა დეპუტატმა.

კითხვაზე, გავრცელდა ინფორმაცია თითქოს პარლამენტში დაინფიცირდით, გოგიჩაშვილამ ასე უპასუხა: „ვერ ვიტყვი ვერაფერს ჩემი ინფიცირების წყაროს შესახებ. პარლამენტში ყოფნისას ერთ ოთახში ვიყავი, ასევე, ვიმყოფებოდი ბიუროს სხდომაზე და იქ ჩემს კოლეგებთან მიწევდა ურთიერთობა და ასევე მედიის წარმომადგენლებთან", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×