რეზონანსი
10.09.2020

კორონავირუსი სიმპტომების გამოვლენამდე 48 საათით ადრე, ასევე, სიმპტომების გამოვლენიდან 10 დღის განმავლობაში არის გადამდები, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, რევაზ მეჭურჭლიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, საინკუბაციო პერიოდის განმავლობაში, რომელიც მაქსიმუმ 14 დღეს მოიცავს, ვირუსი ძირითადად მეხუთე-მეშვიდე დღეს ვლინდება. ინფექციონისტმა ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიომ ისწავლა ვირუსთან გამკლავება, რასაც მოწმობს სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი.

„უსიმპტომო პაციენტი ნაკლებად გადამდებია, რადგან რაც უფრო ნაკლები სიმპტომი აქვს, მით ნაკლებ წვეთს გამოყოფს მისი ორგანიზმი და შესაბამისად, მით ნაკლებ ვირუსს. შესაბამისად, ნაკლებად გადამდებია, თუმცა გადამდებია. საინკუბაციო პერიოდის მაქსიმუმი ისევ 14 დღეა ჯერჯერობით, თუმცა, ვინაიდან საშუალოდ, 97 პროცენტში დაავადება გამოვლინდება მე-5, მე-7 დღის ჩათვლით და დანარჩენი, ის სამი პროცენტი გამოვლინდება მეხუთედან მე-14 დღის ჩათვლით, ამიტომ შეამცირეს კარანტინი 12 დღემდე. მსოფლიოში ასეთი ტენდენციაა, რომ ყოველდღიურად იხოცება დაახლოებით 5 000 ადამიანი და ფიქსირდება დაახლოებით 200-დან 300 ათასამდე ახალი შემთხვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ სიკვდილობის პროცენტი იკლებს. მსოფლიომ შედარებით ისწავლა, რა უნდა გააკეთოს, როდის უნდა გააკეთოს და რას უნდა მიაქციოს ყურადღება, ამიტომ უფრო ფხიზლად ვართ", - განაცხადა რევაზ მეჭურჭლიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×