რეზონანსი
10.09.2020

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ხანძარია. „როიტერის" ინფორმაციით, ხანძარი 4 აგვისტოს მომხდარი აფეთქების ადგილას, ბეირუთის პორტის ტერიტორიაზეა.

ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ბეირუთის პორტში ძლიერი აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა, რასაც 200-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 6000-მდე კი დაშავდა. ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, პორტში 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი აფეთქდა, რომელიც უსაფრთხოების პირობების დაუცველად პორტის საწყობში წლების განმავლობაში ინახებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×