რეზონანსი
10.09.2020

ჯანდაცვის სისტემა მზად არის. გამზადებულია 1200 ადგილი, თუ საჭიროა 5 ათასზეც ავალთ. არ გვინდა ეს მოხდეს, თორემ საავადმყოფოებში ავადმყოფების განთავსების პრობლემა საქართველოში არ გვექნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ განაცხადა.

„რაც უფრო მეტი ავადმყოფი იქნება, მით მეტი ჩვენი მოქალაქე დაიღუპება, რომელიც ჩვეულებრივად არ დაიღუპებოდა. ეს უნდა გავითავისოთ ყველამ, თუ გახდება 100 ათასი ადამიანი ავად, აქედან 1% ბევრია უკვე. არ გვინდა რომ ათასი კაცი მოკვდეს ამ კოვიდით. თუ ბევრი გახდება ავად, სამწუხაროდ, ბევრი გარდაიცვლება, თორემ უმრავლესობა გადაიტანს უპრობლემოდ. ჩვენი ახლობლები, ჩვენი ხანშიშესული თაობა, ჩვენი თანამოქალაქეები, რომელთაც სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები აქვთ გავწიროთ?! ხომ არ უნდ გავწიროთ ეს ადამიანები. დავიცვათ ელემენტარული წესები, რომ ამ ადამიანებს მოვუფრთხილდეთ", - განაცხადა იმნაძემ "ქრონიკასთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×