რეზონანსი
10.09.2020

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თავშეყრა აიკრძალა ღია სივრცის ღამის კლუბებშიც.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, „ამგვარი ღონისძიებები ვირუსის სწრაფი გავრცელების რისკს შეიცავს".

„იკრძალება ღამის კლუბები ღია სივრცეებშიც. დახურულ სივრცეში ასეთი აკრძალვა ისედაც არსებობს, რადგან ვირუსის სწრაფი გავრცელების მაღალი რისკის შემცველი ღონისძიებებია", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×