რეზონანსი
10.09.2020

ბოლო რამდენიმე დღეა ლარი მკვითრად უფასურდება, ხოლო დღეს დილიდან უკვე 3,13-ის ნიშნულს მიაღწია. ეროვნული ბანკი, რომელიც კურსის სტაბილურობის გარანტიას იძლეოდა, ახლა დუმს და არც რაიმე ნაბიჯებს დგამს ვითარების გამოსასწორებლად.

ლარის კიდევ უფრო გაუფასურება არა მარტო მოსახლეობისთვის, არამედ ბიზნესისთვისაც დამღუპველი იქნება. როგორც ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი აცხადებს, საგანგაშო იქნება უფრო მაღალ ნიშნულამდე აწევა. „ამიტომ ეროვნულმა ბანკმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ რეზერვები თუ მოზიდული თანხები, რაც საფინასნო ინსტუტებმა გამოყვეს Covid 19-ის შედეგად სიტუაციის დასასტაბილირებლად, მაქსიმალურად გამოყენოს“, - განაცხადა პაპაშვილმა.

კითხვაზე, იქნება თუ არა ახალი წონასწორობის ნიშნული და რა მაჩვენებელია ბიზნესისთვის სასიგნალო, პაპაშვილი აცხადებს, რომ ლარის ოფიციალური კურსი 3.10-იან ნიშნულს არ უნდა გასცდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×