რეზონანსი
10.09.2020

პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ თუკი ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა არსებულ ტემპში გაგრძელდება და შეზღუდვები მოიმატებს, პოლიტიკურმა სპექტრმა არჩევნების გადადებაზე ფიქრი უნდა დაიწყოს.

„ინფიცირების მატება, ჩაკეტილი სივრცეების და შეზღუდვების რაოდენობა თუ ასე გაგრძელდა, მაშინ სერიოზულად უნდა ვიფიქროთ არჩევნების გადადებაზე. ამ ვითარებაში არჩევნების ჩატარება შეუძლია მხოლოდ ხელისუფლებას, რომელსაც აქვს ადმინისტრაციული რესურსი და მოქმედებენ ისე, როგორც ხელისუფლებას აწყობს, ხოლო ოპოზიცია მოკლებულია ადამიანებთან პირდაპირი კონტაქტის შესაძლებლობას“, – განაცხადა ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×