რეზონანსი
10.09.2020

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი თავის განცდებზე საუბრობს:

„ბოლო დღეებში ვატყობდი, რომ ნამტირალევი იყო. როცა ვეკითხებოდი, რა გჭირს-მეთქი, ასე მპასუხობდა, უკვე სრულწლოვანი ვარ, თვითონ მივხედავ ჩემს პრობლემებსო. ალბათ ბევრი განმიკითხავს, რატომ ვერ გაიგე რა სჭირდაო. ვეცადე, მაგრამ არაფერი თქვა… თავის პრობლემაზე არასდროს ხმას არ იღებდა, აქეთ ცდილობდა დაგვხმარებოდა.

ახლა რომ ვფიქრობ, თითქოს გული უგრძნობდა, ყველაფრის მოსწრებას ცდილობდა. რატომ, რატომ?! ამ კითხვაზე არ მაქვს პასუხი. ნეტა ცოცხალი დაეტოვებინათ და ჩვენც გავყვებოდით სხვა ქვეყანაში და საერთოდ გავქრებოდით. მეც მინდოდა ჩემი შვილით მეამაყა… რამე მაინც გეთქვა დე, იქნებ მეშველა.

ძალიან საყვარელი გოგონა იყო. ბოლო პერიოდში ოჯახის შექმნაზე ვესაუბრებოდი. ფსიქოლოგისთვის უთქვამს, ჩემს თანატოლებს ოჯახები ჰყავთო. შვილი მაინც დარჩენოდა, იმას მაინც მოვეფერებოდით…

ყოველ ღამე მისი ტანსაცმელი მაქვს ჩახუტებული და ვეხვეწები, რომ დამესიზმროს, მაგრამ არ მესიზმრება.“ – თქვა თეონა თამაზაშვილმა ნანუკას ჟორჟოლიანის შოუში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×