რეზონანსი
10.09.2020

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის, დედამ ქმრისა და შვილების ურთიერთობაზე ისაუბრა. შვილმკვდარი დედა ამბობს, რომ გათხოვების დღიდანის ქმრის მხრიდან მუდმივად ძალადობის მსხვერპლი იყო. ამასთან აღნიშნავს, რომ მის ქმარს შვილზე არასდროს უძალადია.

“წლინახევრის იყო როდესაც დავტოვე ჩემი შვილი და წავედი... 15 წლის ვიყავი რომ დავოჯახდი, რაც ამ ოჯახში შემოვედი, მის მერე ვიტანდი ტანჯვას. იყო ცემაც. ჩემი ქმარი ავთოს არ სცემდა, ეგ ტყუილია, მისთვის ხელი არ აქვს დანარტყამი, ზღაპარია. ბავშვი რომ ჩაკეტილი ჰყოლოდა, ტყუილია. ჩემს ავთოს ის ხელს არ ურტყამდა, ბავშვი ჩვეულებრივად იყო მამამისთან.

წინა საღამოს დამირეკა, მეჩხუბა, მაგინა და გამლანძღა. მერე ბავშვს ათქმევია ფული გამომიგზვნეო. მე ვუთხარი არ გამოგიგზავნი-თქო, მაშინ ტრაქტორს გავყიდიო. გაყიდე-თქო ვუთხარი მერე დამიყვირა, ვსიო დაემშვიდობე შენ შვილს ვეღარ ნახავო. არაა დასანდობი არც ეგ და არც ჩემი მაზლი, გვერდით რომ ცხოვრობს ისიც უნდა მიაყოლონ და დაიჭირონ“, -  განაცხადა 11 წლის გარდაცვლილის დედამ „ნანუკა ჟორჟოლიანის“ შოუში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×