რეზონანსი
10.09.2020

მომღერალ ხათუნა ჟორდანიას მძიმე სენის დასამარცხებლად საზღვარგარეთ მკურნალობა სჭირდება. მისი მეუღლე, ზურა ხაჩიძე ამბობს, რომ ხათუნას ავსტრიაში ექიმები ხუთ კვირაში განკურნავენ.

„ისრაელშიც ვიყავით, სადაც ექვსი ქიმიოთერაპია გავუკეთეთ. ავსტრიის კლინიკის ექიმები კი გვეუბნებიან, რომ ხათუნასთვის ექვსი ქიმიოთერაპია საჭირო არ იყო და სამიც საკმარისი იქნებოდა. როგორც ჩანს, აქ სამედიცინო ბიზნესია ჩართული და ბევრი ქვეყანა არაკეთილსინდისიერად ცდილობს პაციენტისგან თანხების მოზიდვას. 

ავსტრიაში მკურნალობა 75 ათასი ევრო ჯდება. დაფინანსებაზე ფონდ “ქართუში” განაცხადი შევიტანეთ და პასუხს ველოდებით. ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან დახმარების თაობაზე, ზეპირი თანხმობა გვაქვს. იმედია ფონდი “ქართუ” ფინანსებს მალე გამოყოფს და ხათუნას მალე განვკურნავთ. იმედია, ფონდი „ქართუ“ ფინანსებს მალე გამოყოფს და ხათუნას საბოლოოდ განვკურნავთ“, - აღნიშნა ზურა ხაჩიძემ „სარკესთან“ საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×