რეზონანსი
09.09.2020

მე აღარა ვარ ის მიშა, რომელიც ვიყავი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხელ სააკაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, შვიდი წელი საკმარისი იყო დაფიქრებისთვის.

„მე მიყვარს განცვიფრება და მე მიყვარს განსაკუთრებით ჩვენი ოპონენტების განცვიფრება. ყველაფერი, რასაც ისინი ფიქრობენ, რომ შეიძლება ეს უბედურება მოხდეს, ყველაფერი მოხდება საწინააღმდეგოდ, რადგან მე აღარა ვარ ის მიშა, რომელიც ვიყავი. ეს კარგიც არის და ცუდიც არის. რაღაც გაგებით კარგია, რადგან შვიდი წელი საკმარისი იყო დაფიქრებისთვის, გადაფასებისთვის, მოჯდომისთვის გარკვეულწილად, რაღაც სახის გამოცდილების სწორად გასააზრებლად“,  – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×