რეზონანსი
09.09.2020

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრმა მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­მა ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სის დის­ტან­ცი­უ­რად წარ­მარ­თვი­სა და მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბის შე­ფა­სე­ბის წე­სე­ბი და პი­რო­ბე­ბი და­ამ­ტკი­ცა.

დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, სკო­ლა­ში დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დეს შემ­დე­გი მო­დე­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით:

ა) სრუ­ლად ელექტრო­ნუ­ლად, სინ­ქრო­ნუ­ლად, რაც გუ­ლის­ხმობს სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში სა­მი­ნის­ტროს მიერ რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი რო­მე­ლი­მე ელექტრო­ნუ­ლი პლატ­ფორ­მის გა­მო­ყე­ნე­ბით ყვე­ლა მოს­წავ­ლი­სა და მას­წავ­ლებ­ლის ერ­თდრო­უ­ლად ჩარ­თვას; ბ) სრუ­ლად ელექტრო­ნუ­ლად, ასინ­ქრო­ნუ­ლად, რაც გუ­ლის­ხმობს ტელე/ვი­დე­ო­გაკ­ვე­თი­ლე­ბის ან ხელ­მი­საწ­ვდო­მი სხვა ელექტრო­ნუ­ლი პლატ­ფორ­მე­ბის ან/და ციფ­რუ­ლი რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით სწავ­ლა-სწავ­ლე­ბას; გ) ჰიბ­რი­დუ­ლად, რაც გუ­ლის­ხმობს სრუ­ლად ელექტრო­ნუ­ლი სინ­ქრო­ნუ­ლი ან/და ასინ­ქრო­ნუ­ლი და დას­წრე­ბით სწავ­ლე­ბის კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბას, რაც შე­იძ­ლე­ბა იყოს დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი საგ­ნე­ბის, კლა­სე­ბი­სა და გა­ნა­ყო­ფე­ბის მი­ხედ­ვით.

სინ­ქრო­ნუ­ლი ელექტრო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სკო­ლა ად­გენს სას­კო­ლო სა­ა­თობ­რივ ბა­დეს. ამ დროს მო­ზარ­დის ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სარ­ე­კო­მენ­და­ციო დატ­ვირ­თვის (გაკ­ვე­თი­ლებ­ზე გა­ტა­რე­ბუ­ლი ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი სა­ა­თე­ბის) რა­ო­დე­ნო­ბა არის შემ­დე­გი:

I- IV კლას­ში 1 სა­ა­თი, V- IX კლას­ში 1.5 სა­ა­თი. X-XII კლას­ში კი 2 სა­ა­თი.

დის­ტან­ცი­უ­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი ხან­გრძლი­ვო­ბა არის შემ­დე­გი:

ა) I-IV კლა­სებ­ში – 15-20 წუთი;

ბ) V-IX კლა­სებ­ში – 25-30 წუთი;

გ) X-XII კლა­სებ­ში – 35-40 წუთი.

რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია დღე­ში არა­უ­მე­ტეს 3 გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბა.

გარ­და ამი­სა, დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია და­გეგ­მი­ლი გაკ­ვე­თი­ლი შე­ი­ცავ­დეს სხვა­დას­ხვა ინ­ტე­რაქ­ტი­ულ ტექ­ნი­კას, მათ შო­რის, 10-15-წუ­თი­ან შეს­ვე­ნე­ბას ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბით. პე­რი­ო­დუ­ლად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ტარ­დეს თვა­ლის ვარ­ჯი­ში, მაგ.: ეკ­რა­ნი­დან მზე­რის გა­და­ტა­ნა შორს მდე­ბა­რე სა­გან­ზე, თვა­ლის 5-6-ჯერ და­ხამ­ხა­მე­ბა.

სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ჰიბ­რი­დუ­ლი დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­საშ­ვე­ბია კლა­სის გა­ყო­ფა დას­წრე­ბით გაკ­ვე­თი­ლე­ბის და­გეგ­მვი­სას, ხოლო დის­ტან­ცი­უ­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია მთე­ლი საკ­ლა­სო ჯგუ­ფის­თვის

სკო­ლა ვალ­დე­ბუ­ლია მაქ­სი­მა­ლუ­რი ძა­ლის­ხმე­ვა გა­მო­ი­ყე­ნოს იმი­სათ­ვის, რომ I-IV კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის უზ­რუნ­ველ­ყოს დას­წრე­ბით სას­წავ­ლო პრო­ცე­სი.

სკო­ლა ვალ­დე­ბუ­ლია, მაქ­სი­მა­ლუ­რი ძა­ლის­ხმე­ვა გა­მო­ი­ყე­ნოს იმი­სათ­ვის, რომ სკო­ლის სივ­რცე­ში უზ­რუნ­ველ­ყოს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის, მათი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სი მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­წო­დე­ბა.

სკო­ლა ვალ­დე­ბუ­ლია სის­ტე­მა­ტუ­რად აწარ­მო­ოს მოს­წავ­ლე­თა დის­ტან­ცი­ურ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე დას­წრე­ბის აღ­რი­ცხვა სა­მი­ნის­ტროს მიერ დად­გე­ნი­ლი წე­სით.

კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია და­ად­გი­ნოს მოს­წავ­ლის მიერ დის­ტან­ცი­უ­რი გაკ­ვე­თი­ლის გაც­დე­ნის მი­ზე­ზე­ბი.

სკო­ლა­ში დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის დროს მოს­წავ­ლე­თა შე­ფა­სე­ბა წარ­მო­ებს რო­გორც გან­მსა­ზღვრე­ლი, ასე­ვე გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი ფორ­მით ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად.

მოს­წავ­ლის კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია:

ა) შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში უზ­რუნ­ველ­ყოს და ხელი შე­უ­წყოს მოს­წავ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბას დის­ტან­ცი­ურ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, ხელი შე­უ­წყოს მოს­წავ­ლეს და­მო­უ­კი­დებ­ლად სწავ­ლის უნა­რის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ში; ბ) ითა­ნამ­შრომ­ლოს სკო­ლას­თან და და­ეხ­მა­როს მოს­წავ­ლეს სკო­ლის მიერ და­სა­ხუ­ლი სას­წავ­ლო მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა­ში; გ) თვალ­ყუ­რი ადევ­ნოს მოს­წავ­ლეს და დრო­უ­ლად შე­ა­ტყო­ბი­ნოს სკო­ლას დის­ტან­ცი­ურ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში რა­ი­მე ფორ­მით ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბის, მათ შო­რის, კი­ბერ­ბუ­ლინ­გის და­ფიქ­სი­რე­ბის­თა­ნა­ვე; დ) შე­ა­ტყო­ბი­ნოს სკო­ლას დის­ტან­ცი­ურ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ და ითა­ნამ­შრომ­ლოს სკო­ლას­თან სირ­თუ­ლის დაძ­ლე­ვის გზის მო­ძებ­ნა­ში.

მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბის მი­ხედ­ვით, დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის რო­მე­ლი­მე მო­დელ­ზე გა­დას­ვლის წი­ნა­პი­რო­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს:

ა) სკო­ლა­ში/და­სახ­ლე­ბა­ში/მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში/ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­სას დად­გე­ნი­ლი დრო­ე­ბი­თი შე­ზღუდ­ვე­ბი;

ბ) რთუ­ლი მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი/ექ­სტრე­მა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბით ან ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტას­ტრო­ფე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი დრო­ე­ბი­თი შე­ზღუდ­ვე­ბი;

გ) სკო­ლა­ში მიმ­დი­ნა­რე და­გეგ­მი­ლი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის და­გეგ­მილ ვა­დებ­ში შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბი­სას ან გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო-სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბი­სას;

დ) ცალ­კე­ულ სა­გან­ში/საგ­ნებ­ში ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სის (მას­წავ­ლებ­ლის) დე­ფი­ცი­ტი;

ე) ცალ­კე­ულ სა­გან­ში/საგ­ნებ­ში თა­ნა­მედ­რო­ვე ინო­ვა­ცი­უ­რი სას­წავ­ლო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერგვა ან სკო­ლის მიერ სხვა და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნის შემ­თხვე­ვა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×