რეზონანსი
09.09.2020

ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის განცხადებით, ლარის კიდევ უფრო გაუფასურება ბიზნესისთვის დამღუპველი იქნება. საყურადღებოა, რომ ლარი ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ინტერვენციების მიუხედავად, მაინც უფასურდება.

„ლარი დაახლოებით 2 პუნქტითაა გაუფასურებული. საგანგაშო იქნება უფრო მაღალ ნიშნულამდე აწევა, ამიტომ ეროვნულმა ბანკმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ რეზერვები თუ მოზიდული თანხები, რაც საფინასნო ინსტუტებმა გამოყვეს კორონავირუსის შედეგად სიტუაციის დასასტაბილირებლად, მაქსიმალურად გამოყენოს“, - განაცხადა პაპაშვილმა.

კითხვაზე, იქნება თუ არა ახალი წონასწორობის ნიშნული და რა მაჩვენებელია ბიზნესისთვის სასიგნალო, პაპაშვილი აცხადებს, რომ ლარის ოფიციალური კურსი 3.10-იან ნიშნულს არ უნდა გასცდეს. “ეს კურსი მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი დაჭერა ძალიან გართულდება“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×