რეზონანსი
09.09.2020

მასწავლებლებს, რომლებსაც სახლიდან დისტანციურად სწავლების შესაძლებლობა არ ექნებათ, სკოლამ სპეციალური სივრცეები უნდა გამოუყოს.

ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის მიერ დამტკიცებულ ბრძანებაში ნათქვამი, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისა და მიღებული შედეგების შეფასების წესებსა და პირობებს ეხება.

„სკოლა ვალდებულია გამოყოს შესაბამისი სივრცე მასწავლებლისთვის დისტანციური გაკვეთილის ჩასატარებლად იმ შემთხვევაში თუ: ა) მასწავლებელი ვერ ახერხებს სახლიდან ჩართვას; ბ) მასწავლებელს არ გააჩნია შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა/ინტერნეტი“, - ნათქვამია ბრძანებაში

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×