რეზონანსი
09.09.2020

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სარიტუალო ღონისძიებების ჩატარება, ქორწილებისა და ქელეხების გადახდა კვლავ აიკრძალა.

აკრძალვა ძალაში ხვალიდან შედის. ადამიანებს, რომლებსაც უკვე დაჯავშნილი აქვთ ამა თუ იმ სერვისით სარგებლობა, მასში გარკვეული საფასურიც გადაიხადეს. თუმცა წვეულება ვერ შედგება.

„დაიჯესტი“ დაინტერესდა, აუნაზღაურდებათ თუ არა მოქალაქეებს თანხა, რომელიც უკვე გადახდილი აქვთ და ვინ არის თანხის დაბრუნებაზე პასუხისმგებელი?

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესამსახურში განაცხადეს, რომ ფინანსურ ზარალზე ხელისუფლება ვერ აგებს პასუხს.

„აკრძალულია ღონისძიებების გამართვა, მსგავსი ღონისძიებების გამართვის შემთხვევაში გამოყენებული  იქნება ჯარიმები და  წინასწარ გადახდილი მომსახურების საფასურის დაბრუნებაზე პასუხისმგებლობა ვის დაეკისრება, ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ.  აკრძალვა კი ხვალიდან შევა ძალაში და გამონაკლისების გარეშე იმოქმედებს“, - განუცხადეს „დაიჯსეტს“ მთავრობის ადმინისტრაციაში. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×