
პანდემიის პირობებში, საქართველოში სასტუმროების ბიზნესს ძალიან გაუჭირდა. კორონავირუსის გამო, ბიზნესმა საკმაოდ დიდი დატყმა მიიღო და თანაც უცნობია ყველაფრის აღდგენა როდის მოხდება. ბიზნესის წარმომდაგენლები პირადაპირ ამბობენ, რომ სასტუმროების სექტორი უკუსვლას იქამდე განაგრძობს, სანამ პანდემია სრულად არ ჩაივლის.
სასტუმროების ზარალი საკმაოდ დიდია. ბიზნესი ახლა იმდენად მძიმე ვითარებაშია, რომ პროექტების შეჩერებაც კი დაიწყეს.
პანდემიის გამო, პროექტები დროებით შეაჩერა “აჭარა ჯგუფის პოლდინგმა”. როგორც პოლდინგის დირეტორთა საბჭოს ხელმძღვანელი ვალერი ჩეხერია აცხადებს, სტუმარ-მასპინძლობის მიმართულება პანდემიის გამო, დღეისთვის თითქმის გაჩერებულია და ამ დროისთვის ვერ არის ისეთი აქტუალური, როგორც მანამდე იყო.
სწორედ ამიტომ, პოლდინგმა გადაწყვიტა, რომ პროექტები, დროებით შეეჩერებინა.
“ძალიან რთულია ამ გადმოსახედიდან იმსჯელო როგორი იქნება შემოდგომა-ზამთარი. დაველოდებით როგორ განვითარდება მოვლენები - როდის გავიხსნებით, როგორი იქნება ახალი ტურისტული მიმართულებები, როდის აღდგება ფრენა და დაბრუნდება პანდემიამდე არსებული ტურისტული ბუმი. არ გვინდა, კონკრეტული ინვესტიციები განვახორციელოთ და თავისი შემოსავალი არ ჰქონდეს რომელიმე კონკრეტულ პროექტს“, - განაცხადა „აჭარა ჯგუფ ჰოლდინგის“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელმა “ბიზნეს მედიასთან”.
სასტუმროების ბიზნესი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც კორონავირუსის პანდემია თავის თავზე მძიმედ გამოსცადა. სასტუმრობში ჯავშნების გაუქმებას მალევე მოჰყვა მათი დახურვა და დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე ან იქამდე, სანამ ტურისტული მიმოსვლა საბოლოოდ არ აღდგება, უმრავლესობა ფუნქციონირების განახლებას ვეღარც შეძლებს.
ახლა კი, ვითარება იმ დონემდე მივიდა, რომ სასტუმროებმა დაგეგმილი პროექტებიც კი გააუქმეს და თანაც გაურკვეველი ვადით. ამიტომ, ამ ეტაპზე, ყველაზე მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ როდიდან შეიძლება გამოსწორდეს დღეს არსებული რთული ვითარება, რის შემდეგად სასტუმროების ბიზნესი აღდგება და განვითარებას განაგრძობს.
ზარალის შემდეგ, ყველაზე მნიშნველოვანია იმ დანაკარგის აღდგენა, რომელიც სასტუმროების ბიზნესმა კორონავურუსის გამო მიიღო. არსებული მძიმე ვითარება თუ კიდევ დიდხანს გაგრძელდა, მდგომარობა კატასტროფულად გართულდება.
ახლა ყველაფერი ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ჯანდაცვის კუთხით, რამდენადაც გაუარესდება მდგომარეობა იმდენად დიდ ზარალს მიიღებს სასტუმროების ბიზნესი.
დეველოპერული კომპანია “რედკოს” ხელმძღვანელი, მალხაზ კუნელაური ამბობს, რომ ქვეყანაში სასტუმროების გაცოცხლებისთვის მნიშნვენელოვანია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დასტაბილურება. `ზოგადად ამგვარი სიტუაცია, მით უმეტეს სასტუმროების ბიზნესისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან არასახარბიელო და ცუდია. ქვეყანაში ტურისტები ვერ შემოდიან. შიდა ტურიზმს რაც შეეხება, ბათუმში არსებული ჩვენი სასტუმრო ზაფხულის სეზონზე იყო დატვირთული. მაგრამ, ახლა სეზონის დასრულების შემდეგ, რა პრობლემები შეიქმნება და ვითარება როგორ გაგრძელდება არ ვიცი.
ფაქტია, რომ სანამ საქართველოში ტურისტული მიმოსვლა სრულად არ აღდგება და ქვეყანაში ვიზიტორები არ შემოვლენ, მანამდე ბიზნესის აღდგენაზე ვერ ვისაუბრებთ. საქართველოში ტურიზმის და სასტუმრო ბიზნესის სრულად გაცოცხლებისთვის, პირველი აუცილებელი პირობაა, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ისე დასტაბილურდეს, რომ დამატებითი შეზღუდვების დაწესება საჭირო არ გახდეს.
როგორც მინიმუმ, შიდა ტურიზმმა მაინც უნდა შეძლოს ბიზნესის შენახვა. რაც შეიძლება სწრაფად უნდა შევძლოთ ტურისტების ქვეყანაში შემოყვანა, მაგრამ ეს ჩვენზევ არ არის დამოკიდებული. ასე რომ, მდგომარეობა დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საქართველოში და მსოფლიოშიც~, - აღნიშნა “რეზონანსთან” მალხაზ კუნელაურმა.