ოქსფორდის უნივერსიტეტში კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინის კლინიკური კვლევა შეწყდა
მარიამ ნებულიშვილი
09.09.2020

AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მიმდინარე საბოლოო კლინიკური ცდები შეწყდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი" ავრცელებს. კლინიკური ცდების შეწყვეტის მიზეზი ერთ-ერთი მონაწილეში გამოვლენილი გვერდითი რეაქცია გახდა.

AstraZeneca-ს განმარტებით, ეს არის ცდების ჩვეულებრივი დაპაუზების შემთხვევა, რისი მიზეზიც „აუხსნელი დაავადებაა."

AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ ვაქცინას ერთ-ერთ სერიოზულ კანდიდატად განიხილავენ, იმ პოტენციურ ვაქცინებს შორის, რომელზეც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობენ.ვაქცინაზე ჩატარებული ფაზა 1 და ფაზა 2 ცდები წარმატებული აღმოჩნდა. ფაზა 3 ეტაპი რამდენიმე კვირაა დაიწყო და მასში დაახლოებით 30 000 ადამიანია ჩართული. ცდები მიმდინარეობდა დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში.

ოქსფორდში შექმნილ ვაქცინაზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას ორგანიზმში იმუნური რეაქციების გამოწვევა შეეძლო. პირველად კვლევაში მონაწილე მოხალისეებს ვაქცინის ინექციის შედეგად გამოუმუშავდათ ანტისხეულები და სისხლის თეთრი უჯრედები, რომლებიც კორონავირუსს ებრძოდა.

ვაქცინაში იყენებდნენ გენეტიკურად ინჟინირებულ ვირუსს, რომელსაც შიმპანზეებში გაციების გამოწვევა შეუძლია. ადამიანებში ის უშუალოდ კორონავირუსის ინფექციას არ იწვევს, თუმცა მის მიერ გამოუწვეული ინფექცია კორონავირუსის მსგავსია. ამ მსგავსების გამო, ვაქცინა ორგანიზმის იმუნურ სისტემას ასწავლის თუ როგორ დაიცვას თავი და ებრძოლოს კორონავირუსის ტიპის ინფექციებს.

რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, დასაწყის ეტაპში კვლევის თანახმად, მოხალისეთა დაახლოებით 70% ამბობდა რომ ჰქონდა მაღალი ტემპერატურა და თავის ტკივილი. მკვლევრები ამბობდნენ, ამ პრობლემის მოგვარება პარაცეტამოლის მიღებით იყო შესაძლებელი. მაგრამ, როგორც ჩანს, ასე არ მოხდა და ამის გამო ვაქცინაზე კვლევები შეწყდა.

დიდმა ბრიტანეთს უკვე შეკვეთილი ჰქონდა ამ ვაქცინის 100 მილიონი დოზა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×