
ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განმარტებით, დღეის მდგომარეობით შემოწმებულია 1500-მდე სკოლა, საიდანაც მუშაობის ნებართვა მხოლოდ 614 სკოლაზე გაიცა. 81-მა მათგანმა დაწესებული წესები ვერ დააკმაყოფილა, დანარჩენი კი შემოწმების პროცესშია. თუკი დარჩენილ 4-5 დღეში ვითარება არ შეიცვალა, მოსწავლეები სწავლის დაწყებას ბევრ დაწესებულებაში ვერ შეძლებენ.
სამაგიეროდ, შემოწმებული 10 უნივერსიტეტიდან, ნებართვა ყველამ მიიღო.
„მიმდინარე დღეებში დაახლოებით 5000-მდე ობიექტზე გაიცა კვლავ რეკომენდაცია, გაფრთხილება იმისთვის, რომ პროტოკოლით გათვალისწინებული მოთხოვნები დაიცვან. მიუხედავად ამისა, ჩვენ კვლავ ვხედავთ, რომ არ ხდება რეკომენდაციების დაცვა. ჯარიმა ჩვენი თვითმიზანი არ არის, ჯერ ხდება გაფრთხილება“,-განაცხადა ბექა ფერაძემ.