რეზონანსი
09.09.2020

წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა ცხინვალის იზოლატორში მყოფი ზაზა გახელაძის მონახულება დაკავებიდან ორი თვის შემდეგ შეძლეს. საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა უკანონოდ დაკავებულის ოჯახს წერილი გადასცეს.

„როგორ ხართ ირმა, ბავშვები როგორ არიან? დამიკოცნე, უთხარი, მამიკოს უყვარხართ-თქო. დედა-მამა, დათო, როგორ არიან? ყველა მომიკითხე, ყველა მიყვარხართ. უფალს ვთხოვ, რომ მალე თქვენთან ვიყო. ჯერ ვერ მომირჩა ჭრილობა, უფლის წყალობით მალე მორჩება და გავივლი“, – წერს ზაზა გახელაძე.

შეგახსენებთ, ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის ახალგორიდან ცხინვალში გადაიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×