რეზონანსი
09.09.2020

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილება ქორწინების გაფორმების აკრძალვას არ გულისხმობს.

როგორც ადმინისტრაციის პრესსამსახურში განაცხადეს, აკრძალვა ღონისძიების აღნიშვნის ნაწილს ეხება. კერძოდ, ქორწილის მონაწილეთა რაოდენობა 10 კაცს არ უნდა აღემატებოდეს. ასეთივე შეზღუდვა მოქმედებს დაბადების დღეებზე, ქელეხებსა და სხვა სოციალურ ღონისძიებებზე.

შეგახსენებთ, ხვალიდან, 10 სექტემრიდან ქორწილების, იუბილეებისა, სარიტუალო და სხვა სოციალური ღონისძიებების ჩატარება აიკრძალება. საკოორდინაციო საბჭომ ეს გადაწყვეტილება შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×