
ტაილანდში თინეიჯერი ბიჭი, რომელსაც უნიტაზზე ჯდომის მომენტში პითონმა სასქესო ორგანოზე უკბინა, სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 18 წლის სირაპჰოპ მასუკარატმა ტუალეტში ყოფნის დროს უეცარი ტკივილი იგრძნო სასქესო ორგანოზე, რა დროსაც აღმოაჩინა, რომ მას შხამიანმა გველმა უკბინა.
აღნიშნულის შემდეგ სირაპჰოპი შემაძრწუნებელი კივილით გამოიქცა აბაზანიდან, რომლის შემდეგაც იგი მშობლებმა რამდენიმე წუთში საავადმყოფოში მიიყვანეს.
„უნიტაზზე ვიჯექი და სწორედ ამ დროს უეცარმა ტკივილმა შემაწუხა, ქვემოთ დავიხედე და აღმოვაჩინე, რომ პენისზე პირით ჩაჭიდებული იყო პითონი, რომლის ნაკბენის შემდეგ მთელი იატაკი სისხლით მოისვარა“ – განაცხადა სირაპჰოპმა.
შემთხვევის ადგილზე მოვიდნენ ცხოველთა მომთვინიერებლები, რომლებმაც უნიტაზში გახვეული გველი სპეც მოწყობილობით ამოიყვანეს.
