
ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული, კოვიდინფიცირებულები მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ „ქრონიკაში" განაცხადა.
„ამ კვირაში ჩვენ გვაქვს შეხვედრა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, სამოქალაქო ორგანიზაციებთან და უკვე ვიწყებთ მუშაობას კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროტოკოლთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია შეთანხმებული, კონსესუსის საფუძველზე ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომლითაც, ერთი მხრივ, უზრუნველვყოთ საარჩევნო პროცესის გამჭირვალე გარემოში და შესაბამისად, სტანდარტებით წარმართვა და აუცილებლად დაცული იყოს, პირველ რიგში, ამომრჩევლის და ცხადია, კომისიის წევრების და მედიის უსაფრთხოება, რომლებიც ჩართული არიან ამ პროცესში", - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.