რეზონანსი
09.09.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საყოველთაო კარანტინის გამოცხადების საკითხი არ განიხილება.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ვირუსის მართვის პოლიტიკის გაძლიერება.

„ჩაკეტვების პოლიტიკა მთელ მსოფლიოში და მათ შორის, ჩვენთან უკვე აღარ არის დღის წესრიგში, თუ რაღაც განსაკუთრებული არ ხდება. მართვის პოლიტიკა არის ე.წ. ბალანსირებული პოლიტიკა, ანუ სწრაფი იდენტიფიცირება და მართვა და ეკონომიკის აქტივობების გაძლიერება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×