რეზონანსი
09.09.2020

ბავშვი, რომელიც კოვიდინფიცირებულმა დედამ, 2 დღის წინ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გააჩინა, სრულად ჯანმრთელია. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, პირველ PCR ტესტზე პასუხი უარყოფითია და ჩვილიც იდეალურად გრძნობს თავს.

„პირველ PCR ტესტზე პასუხი უარყოფითია, ავიღეთ კიდევ ერთი ტესტი, რომლის პასუხი დღეს საღამოს ან ხვალ დილით გახდება ცნობილი. ჩვილი თავს იდეალურად გრძნობს, არანაირი ჩივილი ან რაიმე სიმპტომი არ აღენიშნება, თუმცა მაინც ველოდებით მეორე PCR ტესტის პასუხს”,- განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×