რეზონანსი
09.09.2020

გარდაცვლილი პროგრამისტის საქმეში თამარ ბაჩალიაშვილის ფსიქოლოგის ორი ჩვენება დევს. ფსიქოლოგი იხსენებს, რომ ბაჩალიაშვილი მას სულ 7-ჯერ შეხვდა, აქედან 5-ჯერ პანდემიის დაწყებამდე და 2-ჯერ ივნისში. ის იხსენებს, რომ თამარი იყო ძალიან ჩაკეტილი ადამიანი, უჭირდა სხვებთან ურთიერთობა და ახლო მეგობრებიც არ ჰყავდა.

„შეხვედრაზე შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ის იყო თავის თავში ჩაკეტილი. ჰქონდა დაბალი თვითშეფასება და ვცდილობდი მასთან ამ მიმართულებით მემუშავა. მას გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, რადგან ისეთ საკითხებს აღიქვამდა მწვავედ, რაც არ უნდა აღექვა. ნიკაზე ხშირად საუბრობდა და წუხდა, რომ გეჯაძეს მასთან დისტანციური ურთიერთობა ჰქონდა. ღელავდა, რომ ნიკა მხოლოდ სხვა თანამშრომლებს ეპატიჟებოდა ყავაზე. უნდოდა ამერიკაში კონფერენციაზე წასვლას და არ გაუშვეს“, – წერია ფსიქოლოგის ჩვენებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×