რეზონანსი
09.09.2020

AstraZeneca-სა და ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიერ შექ­მნილ კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ზე მიმ­დი­ნა­რე სა­ბო­ლოო კლი­ნი­კუ­რი ცდე­ბი შე­წყდა, - ამის შე­სა­ხებ "ბიბისი" იუ­წყე­ბა. კლი­ნი­კუ­რი ცდე­ბის შე­წყვე­ტის მი­ზე­ზი ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი გვერ­დი­თი რე­აქ­ცია გახ­და.

AstraZeneca-ს გან­მარ­ტე­ბით, ეს არის ცდე­ბის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი და­პა­უ­ზე­ბის შემ­თხვე­ვა, რისი მი­ზე­ზიც „აუხ­სნე­ლი და­ა­ვა­დე­ბაა.“

AstraZeneca-სა და ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიერ შექ­მნილ ვაქ­ცი­ნას ერთ-ერთ სე­რი­ო­ზულ კან­დი­და­ტად გა­ნი­ხი­ლა­ვენ, იმ პო­ტენ­ცი­ურ ვაქ­ცი­ნებს შო­რის, რო­მელ­ზეც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მუ­შა­ო­ბენ. ვაქ­ცი­ნა­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ფაზა 1 და ფაზა 2 ცდე­ბი წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ფაზა 3 ეტა­პი რამ­დე­ნი­მე კვი­რაა და­ი­წყო და მას­ში და­ახ­ლო­ე­ბით 30 000 ადა­მი­ა­ნია ჩარ­თუ­ლი. ცდე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, აშშ-ში, ბრა­ზი­ლი­ა­სა და სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×