რეზონანსი
09.09.2020

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, სატელიტის კადრები მიიღო, რომელშიც ჩანს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა 19 რიცხვში ტყეში არ დგას. ამის შესახებ მან „ფორმულას“ გადაცემაში „პოლიტმეტრი“ ისაუბრა. მისი მტკიცებით, ამ კადრებით დასტურდება, რომ მანქანა იმ ადგილზე მერე არის მიყვანილი. მისივე თქმით, 18 რიცხვში ღრუბლიანი ამინდი იყო, შესაბამისად, რთულია იმის დადგენა, დგას თუ არა მანქანა.  

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ბაჩალიაშვილი 23 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×