რეზონანსი
08.09.2020

რესტორან „რესპუბლიკას“ თანამშრომლის ტესტირების პასუხი კორონავირუსზე ​დადებითია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს რესტორნის მენეჯერმა, თამარ კვერნაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ინფიცირების დადასტურების გამო რესტორნის ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაშია გადასული.

ობიექტის მენეჯერის, თქმითვე, პაციენტის ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია, თანამშრომლებს კი კორონავირუსზე ტესტირება ეტაპობრივად უტარდებათ.

„დადასტურდა ნამდვილად ეს ერთი შემთხვევა. ინფიცირების წყარო ჯერ არ არის დადასტურებული. სხვას არავის დადასტურებია ჯერ ჩვენთან, იმ შედეგებიდან, რაც უკვე გვაქვს. არის კიდევ ნაწილზე გაკეთებული ტესტირება და პასუხებს ველოდებით ხვალისთვის. ეტაპობრივად ხდება ტესტირება. თანამშრომელთა ნაწილი არის კარანტინში, ნაწილი თვითიზოლაციაში. „რესპუბლიკა“ კვლავ დაკეტილია, სანამ არ გვექნება სრული სურათი“, – განაცხადა თაკო კვერნაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×